Wednesday, May 28, 2014

,,ინტელი"- დღე მეექვსე

გამეორება ცოდნის დედააო- ასე ჩაიარა სემინარმა. ბევრი რამ გავიხსენეთ, ახალი აუცილებელი რესურსიც მოვიძიეთ ხელმძღვანელის ბლოგზე, ეხლა კი მთავარია ყველაფერი თანმიმდევრულად მივიტანოთ პრეზენტაციამდე...ცდას არ დავაკლებ...

ამაში  დამეხმარებადათოს ბლოგი

პრეზენტაცია ,,საქართველო"




ნახეთ ჩემი პრეზენტაციის სიმულაცია

Friday, May 16, 2014

ინტელის ტრენინგი, მეხუთე დღე

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მომეწონა, ჩემთვის  ბევრი ახალი რამ ვცადე, კმაყოფილი ვარ  Drive-ში მასალების ატვირთვის სწავლით, მე აქამდე Gmail-ის ფოსტას ინფორმაციის გადასატანად აქტიურად ვიყენებდი, ეხლა კი უფრო გაფართოვდა არეალი.
დღეს პრეზენტაციის სიმულაციის ნიმუშიც გამოვაქვეყნე, ტექნიკური მხარე შევძელი მგონი, ჩემი მიზანიც ეგ იყო...მომდევნო შეხვედრაც მაინტერესებს უკვე, ალბათ გავიმეორებთ ამ ყველაფერს, არა?
დღეს ბუკლეტზე ხელახლა მინდა დავფიქრდე, როგორც გამომივა, ისაა,  ჩემს პორტფოლიოს  გავამდიდრებ...

პრეზენტაცია საქართველო

Tuesday, May 13, 2014

ინტელის ტრენინგი, დღე მეოთხე

      თანდათან იმატა დავალებებმა, ერთი რთული საკითხი ბუკლეტი გამოდგა, არადა რა ადვილი მეჩვენებოდა ჩემებურად როცა ვაპირებდი მის გაკეთებას... არა უშავს, ეშველება რამე, ან ისევ მარტივ გზას მივუბრუნდები...
    საპრეზენტაციო პროგრამა უფრო სასიამოვნოა, რადგან უცხო არაა და, იმედია, დავალებებიტაც მოვიწონებთ თავს...
    ვიოცნებებ რა, ოცნებას კაცი არ მოუკლავს...

Wednesday, May 7, 2014

ინტელის მესამე დღე

დღეს უფრო სერიოზულად დავფიქრდი , როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევასა და 21- საუკუნის უნარების განვითარებაში; ვფიქრობ, როგორ დავხვეწო კითხვის დასმის ტექნიკა.... გართულდა ტრენინგის შინაარსი...

Sunday, May 4, 2014

ინტელის მეორე დღე

დღეს უფრო მეტად ჩავუღრმავდი მოდული 1-ის საკითხებს, კარგია პროექტების ნიმუშებიც რომ გვქონია, ერთი კარგი ინტერნეტიც შინ და... მერე არა გვიშავს .